ირაკლი ქარსელაძე - ბოლნისის მუნიციპალიტეტში 26 სოფლის წყალმომარაგების სერვისის გაუმჯობესებას დაახლოებით ერთი წელი დაჭირდება

25 Jun 2021 23:18

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების გამოწვევების შესახებ დეპუტატების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


„სამწუხაროდ, ბევრ დასახლებას არ მიეწოდება ლიცენზირებული, შესაბამისი სტანდარტების წყალი და ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევა გვაქვს. რაც შეეხება ბოლნისს, 15 ივლისისთვის სრულდება შესაბამისი დოკუმენტაცია და გათვალისწინებულია 12 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტის გამოცხადება,  რომლის ფარგლებში მოხდება როგორც სათავე ნაგეგბობის, ასევე მაგისტრალის რეაბილიტაცია. 


ეს ორი პროექტი პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს და ესეც ჩადებულია ჩვენს ტექნიკურ დავალებაში, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს უკანონო დაერთებების აღმოფხვრა, როცა სასმელ წყალს სარწყავად იყენებენ. ასევე აუცილებელია აბონენტების გამრიცხველიანება. 


ყველა ეს სამუშაო,  რასაც დაახლოებით ერთი წელი დაჭირდება, 26 სოფელში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგების სერვისს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი