ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ხერხეულიძეზე - "სულელი გოგო! სასწაული ხალხია"

26 Jun 2021 00:51


სუ­ლე­ლი გოგო! სას­წა­უ­ლი ხალ­ხია - ასე­თი ეპი­თე­ტით მო­იხ­სე­ნია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.


დის­კუ­სია ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და ხერ­ხე­უ­ლი­ძეს შო­რის პრე­მი­ე­რის მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას მოჰ­ყვა იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ „სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ში წევ­რო­ბის­თვის მზად არ არის“, რაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პრო­რუ­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა.


„ამა­ზე მე­ტად რუ­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ამ დარ­ბაზ­ში არ მო­მის­მე­ნია, რომ „ქვე­ყა­ნა არ არის მზად გახ­დეს ნატო-ს წევ­რი“. ამას ამ­ბობს რუ­სე­თი. მო­უს­მი­ნეთ ჩვენს პარტნი­ო­რებს! სკეპ­ტი­კო­სი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აპე­ლი­რე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არის მზად ნატო-ს წევ­რი გახ­დეს, რუ­სეთ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბო­ბენ ამას. იგი­ვე ნა­რა­ტივს იმე­ო­რებთ, ეს არის რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი და გრცხვე­ნო­დეთ! რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი კი არა რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ თქვენ. რუ­სუ­ლი ჯარი 2007 წელს გა­ვი­და ქვეყ­ნი­დან. კი­თხვა მაქვს, რა­ტომ და­აბ­რუ­ნეთ რუ­სუ­ლი ჯარი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში? 

თქვენ მო­ა­წე­რეთ ხელი რე­ზო­ლუ­ცი­ას, სა­დაც წერთ, რომ ომი და­ი­წყო ქვე­ყა­ნამ, სა­ქარ­თვე­ლომ! სა­ა­კაშ­ვილ­მა და­აბ­რუ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­აბ­რუ­ნა რუ­სუ­ლი ჯარი. აბა, სა­ა­კაშ­ვილს უნდა ერ­ქვას მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლი და­დის? ეგ უნდა იყოს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი? კაც­მა, რო­მე­ლიც 9 წელი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, დათ­მო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. რა რა შუ­ა­შია? პრო­ტეს­ტი რომ არ გა­გაჩ­ნი­ათ და არც გა­გაჩ­ნდათ, არც გექ­ნე­ბათ არას­დროს, არ ხართ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი... სუ­ლე­ლი გოგო! სას­წა­უ­ლი ხალ­ხია, სას­წა­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.




კომენტარები:

ფართი შოპი