„იუსტიციის სამინისტრო ახალ, კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას მოქალაქეებს უკვე ივლისიდან შესთავაზებს“- ირაკლი ღარიბაშვილი

26 Jun 2021 01:05

„ იუსტიციის სამინისტრო ახალ, კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას მოქალაქეებს უკვე ივლისიდან შესთავაზებს“ . ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის  წარდგენისას განაცხადა.

 

„ონლაინსერვისების დახვეწას რაც შეეხება, ამ მიმართულებით ძალიან კარგი იდეები აქვს ბატონ რატი ბრეგაძეს, აქამდეც იყო ისეთი სერვისები, როგორიცაა ონლაინ პასპორტის ან პირადობის მოწმობის აღება ისე, რომ მოქალაქეებს აღარ უწევდეთ მისვლა თუნდაც ისეთ გამართულ სისტემაში, როგორიც არის იუსტიციის სახლები. ამის გარდა უამრავი ახალი პროექტი არსებობს, რომელიც უკვე ივლისიდან დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებს უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი შეემატება. მათ შორის არის ე.წ. „მობილური იუსტიციის სახლები“ . სპეციალურად აღჭურვილი ავტოტრანსპორტის და მობილური პერსონალის დახმარებით იუსტიციის სახლის სერვისები ყველაზე შორეულ და მოწყვეტილ სოფლებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება.

 




კომენტარები:

ფართი შოპი