ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი მეგობრები სრულად ინფორმირებულნი არიან იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმ გამოწვევებზე, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით შარლ მიშელის დოკუმენტის ინპლატაციის ნაწილში

26 Jun 2021 09:13

"ლელოს" წევრების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ბადრი ჯაფარიძემ სალომე სამადასვილმა და გრიგოლ გეგელიამ დს შეხვდერები აშშ-ს სენატში გამართეს.


ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსათვის" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფრაქცია ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება იქნას სრულად შესრულებული და ქვეყანაში მოხდეს მართლმსაჯულების ნაწილში გათვალისწინებული რეფორმების ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების განხორციელება. 


"დღეს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სენატში, რაც მთავარია ჩვენი მეგობრები სრულად ინფორმირებულნი არიან იმ პროცესებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმ გამოწვევებზე, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით შარლ მიშელის დოკუმენტის ინპლატაციის ნაწილში. ასევე, ის რეგიონალური გამოწვევები, რომელიც ქვეყანას აქვს და რაც მთავარია, მათი ყურადღების ფოკუსია მართლმსაჯულების რეფორმირებაზე, მომავალ არჩევნებზე იგულისხმება ადგილობრივი არჩევნები და მათ კარგად ესმით, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმართვრლობის არჩევნები. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი შემდეგი წლების განმავლობაში. მე მინდა გითხრათ,რომ ძალიან პროდუქტიული საუბრები გვქონდა და რაც მთავარია, აშშ რჩება ჩვენი ქვეყნის უერთგულეს მეგობრად, რომელიც დიდი ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიდის. 


ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული მზაობა, რომ ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება იყოს სრულად იმპლიმენტირებული. ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ შევძლოთ სრულად, მართლმსაჯულების ნაწილში გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება. 


ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა იციან,რომ ჩვენი სახით, ოპოზიციური კოლეგების სახით ჰყავთ საიმედო პარტნიორები ქვეყანაში, რომელთა ამოცანაა ქვეყნის სრულად დაბრუნე დასავლურ ვექტორზე, ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოს და შეერთებული შტატების პარტნიორობის და მეგობრების." - ბადრი ჯაფარიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი