რომან გოცირიძე - დღევანდელ დღეს შეიძლება ვუწოდოთ ტანჯვა-წამების 8 საათი - იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა

26 Jun 2021 09:18

დღევანდელ დღეს შეიძლება ვუწოდოთ ტანჯვა-წამების 8 საათი. იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენების შეფასებისას განუცხადა.


როგორც გოცირიძემ განმარტა, ორშაბათს, როდესაც პარლამენტში გამოსვლები რიგგარეშე სხდომის ფორმატში განახლდება, იქნება კიდევ უფრო მეტი მხილება ხელისუფლების წარუმატებელი საქმიანობის.


“ორშაბათს იქნება კიდევ უფრო მეტი მხილება ამ ხელისუფლების წარუმატებელი საქმიანობისა. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ გამოსავალს, გზას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. დღეს იყო 2-წუთიანი შეკითხვები და 2 წუთს ვერ გაუძლო”,- განაცხადა გოცირიძემ.


მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი გამოსვლა წარუმატებლობის ლუსტრაცია იყო.


“ერთადერთი, რაც მათ თავდაცვისთვის დასჭირდათ ბრექიაობა და იქით შედავებაა - ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ვიღაცას დავაპატიმრებთ, ვიღაცას დავსჯით- ვერაფერსაც ვერ იზამენ. დამთავრდა “ქართული ოცნების” ხელისუფლება. იძულებულები არიან, ისეთი კანონები მიიღონ, რომლის მიღება მათ არ უნდოდათ და აიძულა ხალხმა, პარტიებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ. მიიღებენ კონსტიტუციას, საარჩევნო კანონს, შარლ მიშელის შეთანხმების ყველა მუხლს, არ უნდათ, წვალობენ, მაგრამ როგორც ქართლ-კახურად იტყვიან - როგორც დაგიბარებიათ, ისე მიიღებენ ყველაფერს. ესაა შედეგი 6-თვიანი ბოიკოტის, რომელიც არ მოსწონდა პრემიერ-მინისტრს ამ დარბაზში. ამ ხელისუფლების ნათელი პორტრეტი აჩვენეს 150-გვერდიან მოხსენებაში. წარუმატებლობის ლუსტრაცია შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ყველაფერს. ეს იყო 8 საათიანი ტანჯვა-წამების დღე მთავრობისთვის”,- განაცხადა გოცირიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი