სისხლიანი გარჩევა თბილისში – დაჭერილია ცნობილი კომპოზიტორის შვილი

26 Jun 2021 09:28

თბილისში, ექვსი თვის წინ მომხდარი კრიმინალური გარჩევის დროს, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ცნობილი კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის შვილი დააკავეს.


23 წლის გეგი ახვლედიანი ცივი იარაღით ჭრილობის განზრახ მიყენებისთვის სასჯელს უკვე ექვსი თვეა იხდის. როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, ახალგაზრდებს შორის სისხლიან გარჩევას გეგი ახვლედიანის მეგობართან ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლის შვილი ჩაერთო.


“დიდი ჩხუბი იყო, საქმის გასარჩევად გეგი დანით მივიდა და პოლიციამაც ამიტომ აიყვანა. როგორც ვიცი, დაჭრილმა გეგის მეგობარს შეურაცხყოფა მიაყენა.


ამიტომ, გეგიმ მეგობრის დაცვა გადაწყვიტა და როცა ის ბიჭი თავს დაესხა, გეგიმ დანით მოიგერია. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა, შემთხვევა დიდუბეში მოხდა, ის პატიმრობაშია.” – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი