განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

26 Jun 2021 11:42

უსაფრთხოების სფეროში კვლევისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით,  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროსა და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ცენტრის უფროსმა გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს.


მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც უსაფრთხოების სფეროში ცენტრსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას კვლევისა და სწავლების გაძლიერების მიმართულებით, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ცენტრს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.


მემორანდუმის ფარგლებში, ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, ფორუმებში და სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. გარდა ამისა, განახორციელებს ერთობლივ საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე კვლევების, სწავლების ხელშეწყობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და მიაწვდის რეკომენდაციებს უსაფრთხოების სფეროში კვლევების, სწავლების გაძლიერებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.


თავის მხრივ, სამინისტრო მემორანდუმის ფარგლებში ხელს შეუწყობს ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. აგრეთვე, უსაფრთხოების სხვადასხვა თემაზე  სამინისტროს მონაწილეობით დაგეგმილ კონფერენციებში, სემინარებსა და ფორუმებში ცენტრის ჩართულობას.





კომენტარები:

ფართი შოპი