სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს

26 Jun 2021 12:19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.


მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2 ფაქტი დაბა ბაკურიანში, 4 ფაქტი კი ადიგენის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.


„ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა ბაკურიანში მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) და ფოთლოვანი (წიფელი) სახეობების - ჯამში 15 კუბური მეტრი ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ.


ადიგენის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 3.8 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის (ფიჭვი) საშეშე მერქანი. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული ავტომანქანის მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული სატყეო უბნის კვარტალში.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- აღნიშნავენ უწყებაში.




კომენტარები:

ფართი შოპი