ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

26 Jun 2021 13:06

სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.


საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  რწყვის სეზონის პარალელურად აქტიურად განაგრძობს.


წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით,   სამუშაოები  ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  ჩატარდა.

სოფელ ნაინდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ნინიგორის ორმაგი დანიშნულების  არხის  1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.


ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოებით არხში წყლის გამტარუნარიანობა აღდგა. შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება  100 ჰექტარამდე სავარგულზე გაუმჯობესდა.


აღდგენილი არხის მეშვეობით სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანის სავარგულები ირწყვება.  

 

 



კომენტარები:

ფართი შოპი