ნიკა გვარამია - მამა მიქაელ ბოტკოველზე: ბიზნესმენი მღვდელი, მაღაზია რომ აქვს ეკლესიაში გახსნილი და ვაჭრობს

27 May 2018 15:48

"ეს ბიზნესმენი მღვდელი, მაღაზია რომ აქვს ეკლესიაში გახსნილი და ვაჭრობს, დღეს რომ საპატრიარქოს სახელით ლაპარაკობს, თან ასეთი სიძულვილით გამსჭვალული, იმიტომ დაუვარდა ბოლო კვლევების თანახმად ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ნდობა 90%დან 50%ზე, იმიტომ გაუნახევრდა მრევლი და იმიტომ და სწორედ ამნაირებმა აქციეს "მღვდელი" სალანძღავ სიტყვად.


ზემოთთქმული მიზეზით, და კიდევ, სუსთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი პატიმარი დეკანოზი რომ ყავთ, იმ მიზეზით, ვამხელდით, ვამხელთ და მომავალშიც ვამხელთ ამგვარ ვაჭრუკანა ვითომ სულიერ მამებს, რომლებმაც დანგრევის პირას მიიყვანეს ამბროსი ხელაიას და კირიონ საძაგლიშვილის თავგანწირვით მოპოვებული ავტოკეფალური ქართული  მართლმადიდებელი ეკლესია.  და ანათემით კი არა, ატომური ბომბით დაიმუქროს თუ უნდა - მხილებაც გაგრძელდება და დეკანოზი მამალაძეც დატოვებს საპატიმროს და ყველაფერს მოყვება მათ შავბნელობებზე.


საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს ამ სიბნელის და სიბინძურისგან. ასი ათასობით ქართველ მართლმადიდებელს ჭირდება გონიერი და კეთილი წინამძღოლები და მოძღვრები, და არა ზიზღით თვალდაბნელებული, უწიგნური, რუსეთზე კეთილისმთქმელი და მამონაზე მლოცველი ფულის მონა კარიკატურები."


კომენტარები:

ფართი შოპი