მოსახლეობა ვერ აბინავებს საკუთარ მოსავალს კომბაინების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ორგანიზებულად დაეხმაროს ადგილობრივებს - ღვინიაშვილი

26 Jun 2021 13:58

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ღვინიაშვილი, კახეთში ქერისა და ხორბლის მოსავლის აღებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.


ღვინიაშვილის თქმით, მოსახლეობა ვერ აბინავებს თავის მოსავალს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და კომბაინების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რისი მთავარი მიზეზიც ხელისუფლების უყურადღებობაა არსებული სატრაქტორო პარკების მიმართ.


ღვინიაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, ორგანიზებულად იმოქმედოს და დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მოსავლის დაბინავებაში.


 „მოგეხსენებათ კახეთში მიმდინარეობს ალოობა, ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება, ამ მომენტისათვის, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა დააბინაოს თავისი მოსავალი კომბაინების არასაკმარისი რაოდენობის გამო.


განსაკუთრებით ეს ეხება ქერის მოსავალს, რომლის აღების აგროვადებიც ფაქტიურად გასულია. ამის მიზეზი ის არის, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება კახეთში არსებულ სატრაქტორო პარკებს არ აქცევდა ყურადღებას და ძალიან ბევრი ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან, ასევე ბევრი ტექნიკა გაიყიდა, რომლებიც არ ვიცით დღეს-დღეობით ვის ემსახურება.


გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, ორგანიზებულად დაუდგეს მოსახლეობას გვერდში, რადგან ისედაც ამ გაუსაძლის პირობებში გაჭირვებულმა ადამიანებმა დამატებით არ მიიღონ ზიანი.“ - განაცხადა ღვინიაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი