დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

26 Jun 2021 15:49

ფეისბუკგვერდი ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ ამბავს, თუ რა გადახდა მას, დაახლოებით 4-5 წლის წინ. 


ნანუკა ჟორჟოლიანი იმ განცდებზე საუბრობს, როდესაც ცხოვრების მძიმე პერიოდმა და დეპრესიამ მოიცვა მისი ცხოვრება.


,,ზუსტი დრო არ მახსოვს, 3-4 წლის წინ მივედი ნათია ფანჯიკიძესთან პირველად. 

მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. 

სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი. უფრო სწორად არსებობას. ძალიან მძიმე დეპრესიას შეჭმული ჰქონდა ჩემი ბრძოლის უნარი, ოპტიმიზმი, ყველაფერი რაც მე მქნოდა ისეთად, როგორსაც თქვენ მიცნობთ.


ნათიას ვუხსნიდი რომ ჩემი ნაოჭები მაწუხებდა, ასაკი მთრგუნავდა, არადა 36-37 წლის ვიქნებოდი, მაგრამ ძალიან დარწმუნებული რომ ყველაფერი დასრულდა და უცებ მეკითხება, ყვავილები გააქვს? და გაოგნებულმა შევხედე, ქოთნის ყვავილები, დაამატა: მიმიხვდა რომ ვერაფერსაც ვერ მივუხვდი. მძულს ყვავილებითქო ვუპასუხე , მაგრამ არ დანებდა.


მომიყვა რამდენი ქოთანი აქვს აივანზე, როგორ ურთიერთობს მათთან, ჩიტებთან, მზესთან. ისეთი გაოგნებული ვუყურებდი. მე ისეთი გაბრაზებული ვიყავი სამყაროზე და ის, ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს რაც მძულდა.


მაგ შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ წავედი უბუდში და მერე ინდოეთში და მხოლოდ მაშინ გავიგე რისი თქმა უნდოდა. იქ ყველა ნათია ფანჯიკიძე იყო.


ახლა, უფრო მეტი ნაოჭით და უფრო მეტი ასაკით ვარ, ზუსტად ვიცი ცხოვრებისგან რა მინდა, ვინ მინდა, რატო მინდა. ახლა, მზის ჩასვლა და ამოსვლა უფრო მეტ ენერგიას მაძლევს ვიდრე ყველაფერი ერთად იმ წლებში. ახლა მესმის საკუთარი სხეულის, მესმის თქვენი და ვარ სრულ ჰარმონიაში საკუთარ ცხოვრებასთან და რაც მთავარია, საკუთარ თავთან.


იცოდეთ რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ, მთავარია საკუთარი თავის პოვნა და მერე ყველაფრით ტკბობა. რაც არ უნდა ცუდად იყოთ, სიტყვას გაძლევთ რომ ყველაფერი წინ გაქვთ და შეიძლება მთავარი ბედნიერებაც კი.


ახლა, დაბადების ამ დღეს სახლში ბევრი ყვავილი მაქვს ქოთნით. ყველას თავისი ისტორია აქვს მიზეზი ჩემთან ყოფნის. სიამოვნებას ისეთი წვრილმანები მანიჭებს, ადრე საერთოდ რომ ვერ ვამჩნევდი.


დღეს ჩემი დაბადების დღეა და ღმერთს ვთხოვ ძალას, ყველაფერი გავაკეთო ჩემივე ბედნიერებისთვის. დღევანდელ დღეს დაჯი რომ არ აკლდეს, ჩავთვლიდი რომ დამსახურებულად ბედნიერი ვარ"- წერს ჟორჟოლიანი.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი