გურიის გუბერნატორად გიორგი ურუშაძე ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
37 წლის გიორგი ურუშაძე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მოგვიანებით კი ეკონომიკის სამინისტროში გადაიყვანეს.
ინფორმაცია მისი გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე, ტვ პირველს მისმა მამამ, ნუგზარ ურუშაძემ დაუდასტურა.
ალია