როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია

26 Jun 2021 18:58

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ცხოვ­რობ­და ჩემი დიდი ბე­ბია, რო­მე­ლიც ხუთ შვილს ზრდი­და და ფერ­მა­საც უვ­ლი­და... სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ­დი ის­ტო­რი­ას ჩემს დიდ პა­პა­ზე, რო­მე­ლიც ომში იბ­რძო­და. კი­თხვე­ბი ჩვენს წი­ნაპ­რებ­ზე, დიდ ბე­ბი­ებ­სა და ბა­ბუ­ებ­ზე, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ყვე­ლას გვიჩ­ნდე­ბა. კარგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს რო­მე­ლი­მე ნა­თე­სა­ვი, ვინც წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რია იცის და რა­ღა­ცას მა­ინც მო­გიყ­ვე­ბა. მაგ­რამ ასე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს იმა­ზე, თუ ვინ იყ­ვნენ ჩემი დიდი ბე­ბი­ე­ბი და პა­პე­ბი, მაგ­რამ ის, თუ ვინ იყ­ვნენ მათი მშობ­ლე­ბი - ამა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს.


რა­ტომ­ღაც, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში არა­სო­დეს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ბე­ბი­ე­ბის მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა (პა­პებს სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ვეს­წა­რი). ამ ის­ტო­რი­ებს ბევ­რჯერ ვა­ყო­ლი­ნებ­დი და არა­სო­დეს მბეზ­რდე­ბო­და მოს­მე­ნა. ახლა, როცა არც ერთი ბე­ბია აღარ მყავს, ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ უფრო მეტი არ გა­მოვ­კი­თხე მათი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-პა­პე­ბის შე­სა­ხებ.


ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი სავ­სეა დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, მრა­ვა­ლი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზე­ბით, გმი­რე­ბი­თა და ან­ტიგ­მი­რე­ბით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ამ­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ისე, რომ მათ არა­სო­დეს და­კარ­გონ თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა? რო­გორ გა­დავ­ცეთ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, მათი წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რია?


ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფო­ტო­წიგ­ნის შექ­მნაა, სა­დაც გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხის სტილ­ში, თქვე­ნი ოჯა­ხი­სა და წი­ნაპ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს შე­აგ­რო­ვებთ.


ფო­ტო­წიგ­ნის ბევ­რნა­ი­რი დი­ზა­ი­ნი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჯობს შე­არ­ჩი­ოთ მყა­რი ყდა, ან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ტი­ლოს (კან­ვა­სი) ყდა, მყა­რი ფურ­ცლე­ბით.

  • რო­გორ უნდა შე­ი­ნა­ხოთ ოჯა­ხის ის­ტო­რია ფო­ტო­წიგნ­ში


პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­არ­ჩი­ოთ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ფო­ტო­ე­ბი. და­ი­წყეთ თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის და ცო­ცხა­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის ახა­ლი და ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბით. თუ გაქვთ დიდი ბე­ბია-პა­პე­ბის ფო­ტო­ე­ბი, მა­თით და­ი­წყეთ. ყო­ველ ფო­ტოს გა­უ­კე­თეთ მოკ­ლე აღ­წე­რა იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ იყ­ვნენ და რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ისი­ნი. ბე­ბი­ე­ბის და პა­პე­ბის ფო­ტო­ებს მათი ბი­ოგ­რა­ფია და­ურ­თეთ მოკ­ლედ. არ და­გა­ვი­წყდეთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბიც, მათი ცხოვ­რე­ბი­დან.


გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ფო­ტო­წიგ­ნის დი­ზა­ინს თა­ვად­ვე ქმნით სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ონ­ლა­ინ, ედი­თო­რი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, რომ ფო­ტო­ებს და­ურ­თოთ ტექ­სტე­ბი და ალ­ბო­მის ყო­ვე­ლი გვერ­დი, თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­ფორ­მოთ.


წი­ნაპ­რე­ბის ფო­ტო­ებს ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­უ­მა­ტეთ თქვე­ნი მშობ­ლე­ბის, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბიც. თითო წევ­რს თითო გვერდს თუ და­უთ­მობთ, სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.


და­წე­რეთ თქვე­ნი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია. თქვე­ნი ის­ტო­რია - ერთ-ერ­თია იმ ძა­ფე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში იხ­ლარ­თე­ბა და ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას „ქსოვს“. მო­ძებ­ნეთ დრო და მო­ტი­ვა­ცია, რომ თქვე­ნი ოჯა­ხის ის­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სოდ და­წე­როთ.


უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ბევ­რი დრო და­უთ­მოს ოჯა­ხის ის­ტო­რი­ულ კვლე­ვებს. ფო­ტო­წიგ­ნად შე­მო­ნა­ხუ­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რია, უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი