დავით ზალკალიანი და თეა წულუკიანი საფრანგეთში ლევილის მამულს ეწვევიან

26 Jun 2021 19:24

27 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ეწვევიან, სადაც ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების ე.წ ორანჟერეის პროექტის პრეზენტაცია და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


ლევილის მამულში სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან დაიწყო და მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, 2020-2021 წლებშიც აქტიურად მიმდინარეობდა.


ამ ეტაპზე, დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. ორანჟერეის პროექტი, რის შედეგადაც, კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეორე – „დიდი პროექტი“, ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას.


1tv.ge




კომენტარები:

ფართი შოპი