დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის კარანტინის პროექტში ჩართული სასტუმროები დააჯილდოვეს

26 Jun 2021 19:36

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სასტუმროების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და  მოუწოდა გააგრძელონ რეგულაციების დაცვით სტუმრების მასპინძლობა.


,, ბოლო ორმა წელმა დაადასტურა, რომ უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩვენს გმირ ექიმებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან ერთად ანალოგიური გმირები არიან ტურიზმის სექტორის ის პერსონალი, რომელიც ყოველდღიურად სხვა უწყებებთან კოორდინაციაში ემსახურებოდა ჩვენს მოქალაქეებს და გამოიჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.


მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ დღეისთვის უკვე პრაქტიკულად დაგვესტაბილურებინა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ტურიზმის სექტორს აქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან ტენდენციით უკვე აღინიშნება როგორც გაუმჯობესება, ასევე სწრაფი აღდგენის ნიშნები.


მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ ერთად იმ კონკრეტული პროექტებით, რომელსაც ვახორციელებთ როგორც ეროვნულ ასევე რეგიონულ დონეზე შევძლებთ რომ ტურიზმი დავუბრუნოთ ჩვეულ განვითარების დინამიკას” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


საკარანტინო სივრცეების მომსახურებით აჭარაში 70 000 -ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახლაც აგრძელებს აჭარის რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვას.  ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ ორი კოვიდ სასტუმრო და ერთი საზღვრის კვეთის სტანდარტული საკარანტინო ზონა.


დაჯილდოების ცერემონიაში ბათუმის  მერის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მინისტრმა, სასწრაფოს, ჯანდაცვის, საპატრულო და კარანტინში ჩართული უწყებების ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა.




კომენტარები:

ფართი შოპი