"ჩვენი ტკბილი მეგანისა და ჯორჯის ქორწინებას აღვნიშნავთ. რა ლამაზი ქორწილია - კოცონი, ტყე... გილოცავთ საყვარლებო“, - წერს მეგანის ერთ-ერთი მეგობარი შელონი.
"მაგიური ქორწილი", - ასე აფასებენ ქორწილის ცერემონიას წყვილის მეგობრები.
გიორგი ალასანია წლების წინ ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. მისი მეუღლე ქართველი მილიონერის, დავით დუმბაძის ქალიშვილი ელენე დუმბაძე გახლდათ. გოგონა ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ ხუციძის (წოპეს) შვილიშვილია. ელენე დუმბაძის და გიორგი ალასანიას ქორწინება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა.
წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა ქორწინება მალე დასრულდა და ელენე და მისი რძალი, ლიკა ევგენიძე, ძმებს გიორგი და ნიკა ალასანიებს თითქმის ერთდროულად დაშორდნენ.
ელენეს და გიორგის ერთი საერთო შვილი, მიხეილ-დავით ალასანია ჰყავთ, რომელიც თავის ბიძაშვილებთან ერთად მამის ქორწილს დაესწრო. ამერიკაში იმყოფებიან ლიკა ევგენიძისა და ნიკა ალასანიას საერთო შვილებიც - ალექსანდრე და ანა სოფია.
ბავშვების ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი და ნიკა ალასანიების დედა, ქეთევან ალასანია აქვეყნებს და კომენტარებში წერს, რომ მათ სტუმრობას შტატებში თითქმის ორი წელი ელოდებოდა.