პარტიას “საქართველოსთვის” ბათუმის ოფისს ატოვებინებენ

26 Jun 2021 20:03

გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” ბათუმის ოფისის მეპატრონე პარტიას იჯარით აღებული ფართიდან აძევებს. ამის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გახდა ცნობილი. 


პარტიის ოფისიდან გაშვების მიზეზად ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური ფონი და “ნაციონალურ მოძრაობასთან” შესაძლო კავშირია


„კონკრეტული ფართი არის ჩემი პირადი საკუთრება. შესაბამისად, ეს მაძლევს სრულ უფლებას, გავაუქმო გაფორმებული ხელშეკრულება. სურათი, რომელიც იყო ხელშეკრულების გაფორმებისას და რომელიც ახლაა, რადიკალურად განსხვავებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის მიუღებელია, რასაც ტელევიზორში ვხედავ, რისიც მე მჯერა“, – აცხადებს ოფისის მეპატრონე ლაშა ახალაია.




კომენტარები:

ფართი შოპი