„ერთი ეროვნული შტამი ჯერ რით ვერ მოვხოდეთ“ – ნათია ფანჯიკიძე

26 Jun 2021 20:52

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის საქართველოს უუნარობაზე მიუთითებს, რადგან მსოფლიო მოვლენებზე ზეგავლენა არ გააჩნია. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ხუმრობს.


“სადაც გაისეირნა კორონამ, ყველგან იქაური ქუდი რომ დაიხურა, ჩვენ კიდევ მსოფლიო ჩემპიონებიც რომ გავხდით ავადობაში კარგა ხნით, ერთი ეროვნული შტამი ჯერ რით ვერ მოვხოდეთ? არანაირი “ინფლუენსი” რომ არ გაგვაჩნია მსოფლიო არცერთ მოვლენაზე, რა ვართ ასეთი უნამნაროები? შტამი მაინც შესთავაზე მსოფლიოს საკუთარი, სხვა თუ არაფერი შეგიძლია.


(ინსტრუქცია საჭიროა, რომ ვხუმრობ, თუ ეტყობა საკმარისად? პოლიტიკაზე წერა არ გიხდებათ ქალბატონო ნათიას თავი არ მაქვს, შაბათია)”, – ვკითხულობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტში.


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი