"საქართველოში ისე მოაწყვეთ საქმე, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, ქართველებს კი ისე ეგონოთ, რომ თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ," - რას წერდა რუსეთის პირველი მინისტრი, გრაფი პანინი საქართველოში წარმოგზავნილ ტოტლებენს

29 Jun 2017 12:46

რუსეთის პირველი მინისტრი, გრაფი პანინი საქართველოში წარმოგზავნილ ტოტლებენს სწერდა: 


„უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ. თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს. ერთი [40] სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური (ე. ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო“. „მაშასადამე, რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების მისაღწევად“.


 (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 90-91).

ავტორი: კახაბერ ხუროშვილი

კომენტარები:

ფართი შოპი