მეუფე იოანე ჟურნალისტებს - გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ - ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს

27 Jun 2021 15:44

ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა გელათის ტაძართან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც მან ტაძრის დაკეტვის თაობაზე დასმულ კითხვაზე აღნიშნა, ტაძარში "იუნესკოს" ექსპერტები მუშაობენ და იქ მედიის ყოფნით ხელი ეშლებათ.


"თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. "იუნესკოს" ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ "იუნესკოს" ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს" , - განაცხადა მეუფე იოანემ.





კომენტარები:

ფართი შოპი