ნინო ქადაგიძე - მოსამართლეების დემონიზაცია ხდება

27 Jun 2021 17:03

მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, სასამართლოს წინააღმდეგ საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია ხდება, ასევე მიმდინარეობს მოსამართლეების დემონიზაცია, რაც თითოეული მათგანის ღირსებაზე გადის.


„ამ ბოლო პერიოდში სასამართლოსთან მიმართებით ძალიან მძიმე ტენდენციები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფაქტობრივად ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ, მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის.


ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლოს ენდობა, სასამართლოს სერიოზული პროგრესი, მიღწევები აქვს. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, რომ თქვენს მომავალ თაობას თქვენს შვილებს, შვილიშვილებს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. მართლმსაჯულება, რომელშიც ხელის ცეცების უფლება არავის არ ექნება.


ყველა პირობას, რასაც მე დავდებ ერის და საზოგადოების წინაშე დავიცავ! ჩვენ ანგარიში გავუწიეთ, უბრალოდ, პოლიტიკოსებს დაველოდეთ ცვლილებებს და არც ერთი საკითხი, არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი, ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა. ახლა უკვე ბურთი პარლამენტის მოედანზე, პოლიტიკოსები პარლამენტში არიან უკვე შემდეგი მათი დამოკიდებულება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.


შესაძლებელია სასამართლოში სხვა მოსაზრებებია, მართლა ხდება რაღაც ჩვენს მიღმა, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით. ცოტა ძნელია ზედა, თავმჯდომარის გადმოსახედიდან პრობლემები დაინახო, მაგრამ თუ რომელიმე კოლეგას რაღაც განსხვავებული მოსაზრება ექნება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საჯაროდ მომესმინა. საბედნიეროდ, ასეთი მოსაზრებები არ არის“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი