"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან

27 Jun 2021 17:11

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ერის" ლი­დე­რის, ლე­ვან ვა­სა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ა­რეს­და.


რო­გორც ვა­სა­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა და გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­მომ­წვე­ვი სა­ბო­ლოო მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ამ­შვი­დოს, რომ "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა".


"მოგ­მარ­თავთ სტამ­ბო­ლი­დან, სა­დაც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა­ზე, არ ვიცი რო­გორ გა­ჟო­ნა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ პრე­სა­ში. მინ­და ყვე­ლას შენ­დო­ბა ვთხო­ვო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა ძალ­ზედ ინ­ტი­მუ­რი სა­კი­თხია. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას ასე­თი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, რომ გავ­ცე პა­სუ­ხი იმ შე­კი­თხვებს, რომ­ლებ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მის­ვამს. გა­სუ­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მი­უ­ა­რეს­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რაც გა­მო­ი­ხა­ტა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა­ში, ენერ­გი­ის ვარ­დნა­ში, კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა­ში და ა.შ. ექი­მებ­თან ვი­ა­რე თბი­ლის­შიც, მოს­კოვ­შიც და ახლა სტამ­ბულ­ში, რომ აქაც და­ვე­კი­თხო აზრს. მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა, ჯერ სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი არ არის. მინ­და ყვე­ლა და­ვამ­შვი­დო, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ასეთ და­ა­ვა­დე­ბას მო­ვე­რე­ვით და ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვა­სა­ძემ.


ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ვა­სა­ძე სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ემ­გზავ­რა.


ვა­სა­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას "პრა­ი­დის კვი­რე­ულ­თან" და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­და.


"გუ­შინ­წინ გა­ვი­და 10-დღი­ა­ნი ვადა, რო­მე­ლიც შე­ვუთ­ვა­ლეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „პრა­ი­დის კვი­რე­ულ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რად­გა­ნაც მათ არ გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ აუქ­მე­ბენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ. 5 ივ­ლისს ყვე­ლას გე­ძა­ხით და გე­პა­ტი­ჟე­ბით, მო­გი­წო­დებთ, რომ მი­ვი­დეთ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მე პი­რა­დად დი­ლი­დან ვიქ­ნე­ბი რუს­თა­ვე­ლის ძეგლ­თან.


ამ უმ­სგავ­სო­ბის ჩა­ტა­რე­ბა 12:00 სა­ათ­ზე უნ­დათ და ჩვენ ამას აღ­ვუდ­გე­ბით წინ, მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, გა­ა­უქ­მოს ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ეს სო­ცი­ა­ლუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლია ჩვენს რე­გი­ონ­ში ის სპობს ნე­ბის­მი­ერ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვას ჩვენს ძმებ­თან - ოსებ­თან და აფხა­ზებ­თან, არ­ცხვენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს მთელ რე­გი­ონ­ში... ეს არი­ან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, ხელ­ფას­ზე მოქ­მე­დი ჭინ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯა­მა­გირს იღე­ბენ ყო­ველ­გვარ უმ­სგავ­სო სა­კი­თხებ­ში, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლია, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ვო­კა­ცია, რო­მე­ლიც იქ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მო­უხ­მო­ბენ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას და აღ­კვე­თენ ამ სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას.


ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ მეც მო­ვი­დე იქ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხი და ტრა­დი­ცია. ყვე­ლას გთხოვთ და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ და­არ­ტყათ მათ ხელი და მხო­ლოდ გა­იყ­ვა­ნოთ პრო­ვო­კა­ცი­ის ად­გი­ლი­დან. ძა­ლოვ­ნებს მინ­და ვთხო­ვო, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ე­სარ­ჩლონ უზ­ნე­ო­ბის ზე­იმს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ნა­ი­რი ჯა­მა­გი­რი არ გი­ღირთ თქვე­ნი ქვეყ­ნის შერ­ცხვე­ნად, თუ ეს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ასეთ უსა­მარ­თლო ბრძა­ნე­ბას მოგ­ცე­მენ, ნუ შე­ას­რუ­ლებთ მას და გა­ი­წი­ეთ გვერ­დზე, რად­გან ეს არ არის თქვე­ნი საქ­მე. მო­ვუ­წო­დებ უცხო­უ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს, რომ­ლებ­მაც ტრა­დი­ცი­ად გა­ხა­დეს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის და­ცინ­ვა და ხელ­ყო­ფა, ნუ მი­ა­ყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას სა­ქარ­თვე­ლოს, მის ეკ­ლე­სი­ას, დარ­ჩით თქვენს სა­ელ­ჩო­ებ­ში და ნუ გა­ე­რე­ვით ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში, სი­ბინ­ძუ­რე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი