პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას - ამირან გამყრელიძე

27 Jun 2021 17:33

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ 3-4 ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია, დისტანცია იყოს დაცული", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.


მისი თქმით, მაღალი სიცხე სხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ამიტომ, ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.


„ჩვენი რეკომენდაციები ვებგვერდზეა და გთხოვთ, ნახოთ. კორონა მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე სხვაგვარად მოქმედებს კიდევ ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ, ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ 3-4 ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია, პრევენციული საშუალებები გქონდეთ, დისტანცია იყოს დაცული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი