ჩხუბი „ვარდების ბაღში" - „ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდნენ და..."

27 Jun 2021 18:05

ფიზიკური დაპირისპირება ვარდების ბაღში. "კურიერმა" მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ჩხუბის კადრებია ასახული. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები და სტუმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.


რამდენიმე მამაკაცს კაფეში შესვლა ღამის საათებში სურდა, რეგულაციების გამო დაცვის თანამშრომელმა მათ უარი უთხრა, სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე დროულად მივიდნენ სამართალდამცველები.


"ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდნენ ახალგაზრდები, დაცვამ უთხრა, რომ ადგილი არ გვქონდა, მათ ეს ფაქტი არ მოეწონათ და დაიწყეს ჩხუბი. არ ყოფილა არანაირი დაჭრა და არც იარაღი. უბრალოდ იყო ჩხუბი, მეტი არაფერი," - განაცხადა კაფე-ბარის თანამშრომელმა ქეთევან ზედგენიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი