როგორ „დააყაჩაღეს" სოფო ბედიამ და მიშა მესხმა ბანკი

27 Jun 2021 22:12

მომღერალი, სოფო ბედია „დაიჯესტთან“ საუბრისას სახალისო ამბავს იხსენებს. როგორც სოფო ამბობს, ბებიის ისტორიის გასაცოცხლებლად, ქმართან ერთად ბანკის დაყაჩაღების იმიტაცია გააკეთა. 


„ნახალოვკაში, სადაც ვცხოვრობთ იქვე „ლიბერთი ბანკია“.


ჰოდა, ბებიაჩემი ჩასული იყო ფულის ჩასარიცხად. ამ დროს ბანკში მძარცველი შევარდა. ნუ ამ მძარცველმა არავის არაფერი დაუშავა, ფული წაიღო და გაიქცა.

ბებია კიდე ამ ყველაფერს შეესწრო.


უცებ, რომ ამოვიდა სახლში მეუბნება: „დედა, კაცო, დამაყაჩაღეს-ო, „პიშტო“ შუბლზე მომადო და მითხრა დაწექი-ო და არა ბებია-ო სად შემიძლია დაწოლა-ო“ (82 წლისაა).


მოკლედ, ეს ამბავი გააფორმა და ისე მოგვიყვა... მერე გვიან, მეგობრებთან ერთად „ნაქეიფრები“ მოვდიოდით, ეს „ლიბერთის ბანკის“ კარი ღიაა ხოლმე, ჰოდა, შევედით რომ მსგავსი ვიდეო გადაგვეღო და გვეხალისა...",- გვიყვება მომღერალი.




კომენტარები:

ფართი შოპი