5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის ფერი

27 Jun 2021 23:24

თმის შეღებვის შემდეგ, არ დაიბანოთ თმა სულ მცირე 2 დღე

ამ პროცედურის შემდეგ თმა ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომ უნდა მოიცადოთ სულ მცირე 2 დღე (რაც მეტი, მით უკეთესი) და შემდეგ დაიბანოთ თმა. ამგვარად თავიდან აიცილებთ საღებავის ჩამორეცხვას და თმის ფერის გახუნებას.


გამოიყენეთ თმის ნიღაბი

შეღებილი თმისთვის აუცილებელია თმის ნიღბების გამოყენება. ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ მაქსიმალურად ჯანმრთელი თმა, რათა შემდეგ შეღებვაზე თმის ხარისხმა ხელი არ შეუშალოს სასურველი ფერის მიღებას.


დაიცავით თმა UV სხივების მავნე ზემოქმედებისგან

ყველასთვის ცნობილია, რომ ზაფხულის მზის სხივები თმის ფერის პირველი მტერია. ამიტომ გამოიყენეთ სპეციალური დამცავი სპრეი ან უბრალოდ ატარეთ საზაფხულო ქუდი.


დაიბანეთ თავი გრილი წყლით

რაც უფრო ცხელია წყალი, მით მალე ირეცხება საღებავი თმიდან. გრილი წყლის გამოყენებით კი შეძლებთ ბზინვარე ფერის დიდი ხნით შენარჩუნებას.


გამოიყენეთ მშრალი შამპუნი ფერის დაცვის ფუნქციით

შეღებილი თმის ყოველდღიური დაბანა რეკომენდებული არ არის. ისეთი დღეებისთვის, როდესაც თმას არ იბანთ, შეარჩიეთ მშრალი შამპუნი, რომელსაც აუცილებლად ექნება ფერის დაცვის ფუნქცია.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი