კვირის პროგნოზი 28 ივნისი - 4 ივლისი

28 Jun 2021 12:17

კვირის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:


ვერძი 

საქმიან პარტნიორებთან, ადგილი ექნება ორაზროვან სიტუაციებს. ახლი რომანტიული ურთიერთობა, სასურველ შედგეს ვერ გამოიღებს. პირად ცხოვრებაში, შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები. მოგზაურობისას, ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს


კურო ♉

ენერგიული და აქტიური იქნებით. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისას, არა ერთ წინააღმდეგობას გადააწყდებით. ასევე, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს სასიყვარულო ურთიერთობას. აკონტროლეთ ემოციები და ხშირად დაისვენეთ.


ტყუპები ♊

შორეული მოგზაურობა რეკომენდებული არაა. გარემოებები გაიძულებთ დაფიქრდეთ საქმიანი პარტნიორების ან თანამშრომლობის სტილის შეცვლაზე. სასიყვარულო პარტნიორი კი, დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის აღდგენაში.


კირჩხიბი ♋

მოგიწევთ არა ერთი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება. ერიდეთ შემთხვევით ურთიერთობებს, განსაკუთრებით რომანტიულ სფეროში. გადაადგილებებისას ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რადგან იზრდება კონფლიქტების ალბათობა.


ლომი ♌

რთული პერიოდია. საქმიან ურთიერთობებში, მოგიწევთ გაერკვეთ როგორც საკუთარ თავში, ასევე შესაძლო ცვლილებებში და დროულად გააკეთოთ არჩევანი. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობაში, რადგან ეჭვიანობა ჩხუბის მიზეზი შეიძლება გახდეს.


ქალწული ♍

ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად, საჭიროა გავლენიან ადამიანებთან დაახლოვება. ენერგობალანსი დაქვეითებულია. მოერიდეთ რისკს, ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ძველი სასიყვარულო პრობლემები შეგახსენებთ თავს, რაც საყვარელ ადამიანთან პრობლემის მიზეზი გახდება.


სასწორი ♎

სამსახურში მოგიწევთ დამატებითი ვალდებულებების აღება, ან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. დაღლილობის შემთხვევაში, აუცილებლად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები. ყურადრებით იყავით უცნობი ადამიანების მიმართ.


ღრიანკალი ♏

შესაძლოა დაფიქრდეთ სამსახურის შეცვლაზე. მნიშვნელოვანს, ჯერ ნურაფერს წამოიწყებთ. რომანტიულ სფეროში კი, მოგიწევთ ურთიერთობების გარკვევა და არსებული უთანხმოების მოგვარება. კარგი დროადასასვენებლად გამგზავრებისტვის.


მშვილდოსანი ♐

გაიზრდება გადაადგილებების, მოგზაურობების, შეხვედრების რაოდენობა. ერიდეთ ცვლილებებს. ნუ დაუპირისპირდებით კოლეგებს და შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. სასიყვარულო განცდები და მღელვარება კი, შეიძლება მეტად გაგიძლიერდეთ.


თხის რქა ♑

შემცირდება კონტაქტებისა და გადაადგილებების რიცხვი. ფინანსური და საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ეცადეთ არაფერი გამოგრჩეთ. ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან საქმეებისა და იდეების დასრულებაში. ფლირტი შეიძლება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს.


მერწყული ♒

არაერთგვაროვანი დროა. მეტი ყურადრება გმართებთ წვრილმანების მიმართ. ფინანსური საკითხების მოგვარება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. გადაადგილებების დროს, ფრთხილად იყავით, რათა არ დაშავდეთ. გადაწყვეტილებების მიღებისას დიდ ხანს არ იყოყმანოთ.


თევზები ♓

თავს ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა იმპულსური და უცნაური ქმედებების გამო შეიძლება შეგექმნათ გარკვეული პრობლემები. გაიზრდება გადაადგილებების და შეხვედრების. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. სასიყვარულო კავშირი, შემოქმედებითი მუშაობისა და აქტიური მოქმედებების სტიმული გახდება.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი