მაკა ბოჭორიშვილი: ასოცირების შეთანხმება არის მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის და ურთიერთობებისთვის

28 Jun 2021 13:54

„ასოცირების შეთანხმება არის მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის და ურთიერთობებისთვის“,-ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა  ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა შეთანხმების მნიშვნელობას საქართველოსთვის .

 

„გუშინ იყო შვიდი წლის თავი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან. ეს არის მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის და ურთიერთობებისთვის. ის მთავარი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საქართველო ხდება ევროპული ტიპის დემოკრატია, ევროპული ტიპის სახელმწიფო და რომლის იმპლემენტაციასაც ყველა მიმართულებით აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევისთვის“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი