მშობლების საყურადღებოდ! - „ამ წესებით ყველაზე პატარა ბავშვსაც მარტივად აუხსნით, სად არ უნდა შეეხონ სხვები“

28 Jun 2021 14:07

იმისთვის რომ რაღაცისგან თავი დავიცვათ, საჭიროა ვიცოდეთ როგორ ვებრძოლოთ მას...


როგორ დავიცვათ შვილები სექსუალური ძალადობისგან?  როგორ ავუხსნათ პატარას, რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა მიხვდეს, რომ მას საფრთხე ემუქრება - ფსიქოლოგი, დარეჯან თოლორდავა ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლებიც სწორედ ბავშვებზეა მორგებული. 


„დაახლოებით ხუთიდან ერთი ბავშვი ხდება სექსუალური იძულების ან ძალადობის მსხვერპლი. ეს ხდება ნებისმიერი ასაკის, სქესის, კანის ფერის,სოციალური კლასის და აღმსარებლობის მქონე ბავშვთან.


ხშირად დამნაშავეა ხოლმე ადამიანი, რომელსაც ბავშვი იცნობს და ენდობა. დამნაშავე ასევე შესაძლოა იყოს ბავშვი. მშობელს შეუძლია ბავშვს თავიდან აარიდოს სექსუალური ძალადობა თუ ასწავლის რამდენიმე ოქროს წესს „ქვედა საცვლების შესახებ“.


ეს წესები ძალიან ეფექტურია სექსუალური ძალადობის პრევენციაში. პრევენცია და დაცვა კი არის უფროსის პასუხისმგებლობა.


ბავშვი არასოდესაა პატარა რომ ასწავლოთ ეს წესები, რადგან ძალადობა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში. ერთი შეხედვით მარტივი, თანმიმდევრული და საჭირო წესები ეხმარება მშობლებს, როგორ უნდა აუხსნან შვილებს, თუ სად არ უნდა შეეხონ სხვები, როგორ დაიცვან საზღვრები და სად უნდა ეძებონ დახმარება.


ქვედა საცვლების შესახებ წესი მოიცავს 5 მნიშვნელოვან ასპექტს:


#წესი1. ასწავლეთ ბავშვებს, რომ მათი სხეული მათი საკუთრებაა და არავის შეუძლია ნებართვის გარეშე მათი შეხება.

მათ აქვთ უფლება უარი თქვან კოცნაზე ან შეხებაზე, იმ ადამიანისგანაც, ვინც არ უყვართ. ბავშვებს უნდა ასწავლოთ პირადი საზღვრების დაცვა, უარის თქმა, დაუყოვნებლად და მტკიცედ, დაუშვებელ ფიზიკურ კონტაქტზე. ასევე, სახიფათო სიტუაციებიდან თავის დაღწევა და ნდობით აღჭურვილი უფროსისთვის შეტყობინება.

#წესი2. არსებობს კარგი შეხება და ცუდი შეხება.


ბავშვები ყოველთვის ვერ ასხვავებენ მისაღებ და მიუღებელ შეხებას. არ შეიძლება ვინმე შეეხოს ან უყუროს სხეულის ისეთ ნაწილზე, რომელიც დაფარულია ქვედა საცვლებით და არც თვითონ უნდა შეეხოს სხვა ადამიანს სხეულის ამ ნაწილებზე. ეს წესი ეხმარება ბავშვებს დაიმახსოვროს ადვილად აღსაქმელი აშკარა საზღვარი: ქვედა საცვლები.

#წესი3. კარგი საიდუმლოები და ცუდი საიდუმლოები.


საიდუმლოება სექსუალური მოძალადეების ძირითადი ტაქტიკაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს განასხვაონ კარგი და ცუდი საიდუმლოები. ნებისმიერი საიდუმლო,რომელიც მათში შეშფოთებას,დისკომფორტს, შიშს ან სევდას იწვევს, არ უნდა შეინახონ; უნდა გაუმხილონ ეს საიდუმლო იმ პირს, ვისაც ენდობიან (მშობელი, მასწავლებელი, პოლიციელი, ექიმი).


#წესი4. პრევენცია და დაცვა არის უფროსის პასუხისმგებლობა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები განიცდიან სირცხვილის, დანაშაულის და შიშის შეგრძნებას. სექსუალურობის ტაბუიზირება არც თუ ისე კარგი სტრატეგიაა და უნდა ასწავლოთ ვის უნდა მიმართონ როცა აღელვებულები, სევდაში, გლოვაში და დარდში არიან. ბავშვები უნდა გრძნობდნენ, ღიაობას და ნდობას, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ ლაპარაკი მშობლებთან მსგავს საკითხებზე.

#წესი5. ნაცნობი და უცნობი დამნაშავეები და დახმარების მოთხოვნა.


პატარა ასაკის ბავშვებისთვის ძალიან ძნელი გასაგებია, რომ მასზე შეიძლება იძალადოს ნაცნობმა ადამიანმა. ამიტომ მშობლის ინფორმირება მნიშვნელოვანია, ვინც ხშირად ჩუქნის ბავშვს საჩუქრებს, სთხოვს საიდუმლოს შენახვას ან ცდილობს მარტო გაატაროს დრო ბავშვთან ერთად, უნდა იყოს დადგენილი წესები და საზღვრები. ასწავლეთ თქვენს შვილს მარტივი წესები უცხო ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევაში: არასოდეს ჩაუჯდეს მანქანაში უცხო ადამიანს, არასოდეს მიიღოს საჩუქრები და დაპატიჟება უცხო ადამიანისგან.


ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობენ პროფესიონალები, (მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, ომბუდსმენები, სკოლის ფსიქოლოგები, პოლიცია), რომლებიც დაიცავენ, რომლებსაც შეუძლიათ მათი დახმარება, და, ასევე, დახმარების ხაზები, სადაც მათ შეუძლიათ დარეკვა  რჩევის თხოვნა.


digest.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი