თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა

28 Jun 2021 14:21

თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა, კერძოდ: სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ერთი წევრი;

 

სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია, მაგრამ 14 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ორი წევრი;

 

სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 14 ათასზე მეტია, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს სამი წევრი.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლში შეიტანა. კომიტეტმა, დღეს კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა,  მანამდე მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისთვის გადადებულ 140 -ე მუხლში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი