სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თავმჯდომარის ახალ მოადგილედ, მანუჩარ კვირკველია აირჩიეს

28 Jun 2021 15:47

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ოპოზიციური კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

„კომიტეტში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრის მოსმენა, ამისთვის მანუჩარ კვირკველიასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა  კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ  ასეთი რანგის სპორტსმენის შემოსვლა კომიტეტში მნიშვნელოვანია.

 




კომენტარები:

ფართი შოპი