კახა კუჭავა ნაციონალურ მოძრაობას: სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ

28 Jun 2021 16:31

"სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს და დამნახავი ამას დაინახავს“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.


რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის ჰიმნი ჩართეს.

 



კომენტარები:

ფართი შოპი