ლევან ხაბეიშვილი - „ნაცმოძრაობა" არც მიშელის დოკუმენტით და არც რეგლამენტით გათვალისწინებულ თანამდებობებს არ მიიღებს - შესაბამისად, ჩვენი კოლეგების ნერვიულობა ფუჭია

28 Jun 2021 16:37

„ნაციონალური მოძრაობა" არც შარლ მიშელის დოკუმენტით და არც რეგლამენტით გათვალისწინებულ თანამდებობებს არ მიიღებს - შესაბამისად, ჩვენი კოლეგების ნერვიულობა ვფიქრობ, რომ არის ფუჭი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებას სოციალურ ქსელში, რომ კოლეგები, რომლებიც ცოტა ხნის წინ პარლამენტში შესვლის თაობაზე მათი განცხადებების გამო ლანძღაცდნენ, „ახლა თანამდებობებს ითხოვენ."


ხაბეიშვილმა „გირჩის" დეპუტატებს ურჩია, „ვის ოპოზიციაში უნდა იყვნენ, მათ დაუსვან კითხვები".


„შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად არსებულ თანამდებობებზე, შემოსვლისთანავე აღვნიშნეთ, რომ არც ერთ თანამდებობას არ დავიკავებდით, შესაბამისად, არ დაგვიკავებია. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ჯერ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კომიტეტის თაცმჯდომარის მოადგილე ვერ სარგებლობს ვერანაირი პრივილეგიით, ვერც ფინანსური, ვერც ავტომობილით. ეს არის ფორმალური თანამდებობა. ამის მიუხედავად, რომ ეს ფორმალურია და მესამე მოადგილეს რაიმე პრივილეგია არ გააჩნია, ჩვენ კომიტეტებს მივმართეთ ფორმალურად, რადგან ეს ფრაქციის ვალდებულება იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, უარს ვამბობთ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე და როგორც კი ჩატარდება სხდომები, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი