ნინო წილოსანი ოპოზიციას: 10 წლიანი გეგმების კრიტიკის ნაცვლად, კარგი იქნება თუ ქვეყნის მართვაში ჩაერთვებით

28 Jun 2021 17:00

„უკეთესი შედეგისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჩაერთოთ იმ უმნიშვნელოვანეს მართვაში, რასაც ჰქვია ხელისუფლება. თქვენ ოპოზიცია ხართ ხელისფლების ნაწილი და იმედია, რომ  ამას ოდესმე გაათვითცნობიერებთ და იმის ნაცვლად, რომ აკრიტიკოთ 10-წლიანი გეგმები, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე და პრიორიტეტებზე და, მათ შორის, თქვენც უნდა იღებდეთ ამაში მონაწილეობას. როგორც პარლამენტის წევრი და ამ ქვეყნის მოქალაქე, მოგიწოდებთ, რომ გაათვითცნობიეროთ თქვენი მოვალეობები და აკეთოთ საქმე“, -  მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ტრიბუნიდან  ყველაზე მეტად რაც ხალხს სჭირდება არის ის, რომ მოისმინოს სიმართლე: რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა პოლიტიკას ახორციელებს ხელისუფლება და  რამდენად ეფექტურია იგი.

 

 



კომენტარები:

ფართი შოპი