მაკა ბოჭორიშვილი: „ასოცირების შეთანხმების წარმატებულმა შესრულებამ, უნდა შეაძლებინოს საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება“

28 Jun 2021 17:02

„7 წელი შესრულდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის ხელმოწერიდან. საქართველოს ხელისუფლებამ 2014 წლიდან, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა,  რუსული ოკუპაციისა,  მუდმივი ჰიბრიდული ომის პირობებში ყოფნისა, შეძლო ის რომ დღეს ევროკავშირი არის საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, ასოცირების შეთანხმების 35 პროცენტზე მეტი არის შესრულებული, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი ქვეყანაში არის ცალსახად უკეთესი, სახელმწიფო ინსტიტუტები არიან უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. სწორედ ასოცირების შეთანხმების წარმატებულმა შესრულებამ, უნდა შეაძლებინოს საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება.“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენალურ სხდომაზე.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ პერიოდზე რომლის ფონზეც, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს და აღნიშნა: „სამწუხაროდ, ისიც უნდა გავიხსენო, რომ ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც მცდელობას არ აკლებდნენ, რომ ამ მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერა საქართველოსთვის მხოლოდ გარკვეული წინაპირობების შესრულების სანაცვლოდ გამხდარიყო შესაძლებელი.  ეს წინაპირობები კი მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და კონკრეტული პირების ინტერესებში შედიოდა. სამწუხაროა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა ხშირად და ხმამაღლა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების ხარისხს და სიჩქარეს იწუნებს.“

 

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის ინტერესია, რომ  საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და მოელის, რომ  მთავრობა ამ მიზნის მისაღწევად ძალღონეს არ დაიშურებს.

 




კომენტარები:

ფართი შოპი