ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკისთვის მთავარ რისკებად მაღალ საბიუჯეტო დეფიციტს და მაღალ სამთავრობო ვალს ასახელებს

28 Jun 2021 17:05

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკისთვის მთავარ რისკებად  მაღალ დეფიციტსა და მაღალ სამთავრობო ვალს ასახელებს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას, განაცხადა ის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის მესამე საბოლოო პროექტის (რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა წინა ორისგან) განხილვისას საუბრობდა ამ რისკების შესახებ.  


„ვამბობდი რომ ეს ფისკალურ და მონეტარულ რისკებს გამოიწვევდა. სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი. სხვა საგარეო ფაქტორების დამთხვევასთან ერთად ამან მოგვცა მაღალი ინფლაცია, ლარის დევალვაცია, ფასების ზრდა ,  რაც მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად აწვება. ხოლო, ეროვნულ ბანკს ვაფრთხილდებდი რომ მოუწევდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. რასაც ვპროგნოზირებდი,  და რაც მოხდა. -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს ბოლო თვეების დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით გამოწვეული შესაძლებლობები, და ერთიანი ბიუჯეტის კორექტირებისას დეფიციტის დღეს არსებული 7.7%-ანი მაჩვენებელი მაქსიმალურად უნდა შეამციროს.  „ჩემის გათვლებით იგი 7%-ს უნდა ჩამოსცდეს 6.5%-ს დაუახლოვდეს. ასევე წელსვე მაქსიმალურად უნდა შევამციროთ სამთავრობო ვალი, რაც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, ვფიქრობ ეს ნაბიჯები აუცილებელია ფისკალური და  მონეტარული სტაბილურობისთვის. 

ზოგადად კი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი