ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას - გვარამია განცხადებას ავრცელებს

28 Jun 2021 17:22

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მიმართა. მან მოქალაქეებს ეთერში ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციის გაშუქებისთვის, ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ ანალოგიური აღარ განმეორდება.


ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე მსგავსი შინაარსის კომენტარი, რომელიც ეთერში „გაიპარა“, მყისიერად წაშალეს ინტერნეტიდან.


„მოკლედ, მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ ვაპირებთ ნებისმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას.


ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ ბოლო ერთ კვირაში 2 ამგვარი რამ დღის განმავლობაში „მთავარის" დღის და დილის გამოშვებებში თითოჯერ გაგვეპარა. ეს განცხადებები საიტიდანაც და ფბდანაც მყისიერად იქნა აღებული“, - წერს გვარამია.




კომენტარები:

ფართი შოპი