ირაკლი კოვზანაძე: რეგიონში ახალ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და შესაძლებლობებად ვაქციოთ

28 Jun 2021 17:27

„რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას და  გამოწვევებს  ფეხი უნდა ავუწყოთ და  შესაძლებლობებად ვაქციოთ“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას.


ირაკლი კოვზანაძის  თქმით, უსერიოზულესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გარდამტეხ ეტაპზე ვდგავართ. 

„რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: 

საკმარისია აღინიშნოს ყარაბაღში მომხდარი მოვლენები, მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გამოწვეული იქნება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით და ეს პროექტები აუცილებლად დაიწყება. მე არაერთი მრავალმილიონიანი  პროექტი მაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურულ თუ , საფინანსო სფეროში,  საქართველოში თუ საზღვარგარეთ და ვიცი რასაც ვლაპარაკობ. ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და  შესაძლებლობებად ვაქციოთ“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.


ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ყველა იმ რეფორმას რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის დინამიურ და ინკლუზიურ ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,  მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის წინსვლას.




კომენტარები:

ფართი შოპი