თამარ ტალიაშვილი: ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენებას

28 Jun 2021 17:58

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლებს შეხვდა.


შეხვედრაზე სკოლების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.


„მასწავლებლებს გავაცანი განათლების კომიტეტის ხედვა ზოგადი განათლების რეფორმირებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე, სწავლის და სწავლების თანამედროვე მეთოდებზე. ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც კოვიდ 19-ის შედეგად წარმოიშვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებისთვის განკუთვნილ პროექტზე „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“, რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.


„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. ასეთ საჭირო მომენტში მხარში დაუდგნენ ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტების სკოლებს და შესთავაზეს პროგრამა, „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“, რომლის მიზანია სკოლის მასწავლებლების უნარების გაძლიერება, საკლასო გარემოს მოდერნიზება და მოსწავლის საჭიროებებზე მორგება. პროექტის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენებას ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტებში“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. დეპუტატმა მასწავლებლების კითხვებს უპასუხა.




კომენტარები:

ფართი შოპი