ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს ქვეყანას სჭირდება ოპოზიცია, იმიტომ, რომ იმ ათწლიან გეგმას ჭირდება მუდმივი კონტროლი

28 Jun 2021 18:09

პარლამენტმა და პოლიტიკურმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ყოვლად გაუმართლებელი საბოტაჟის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ ნდობა საქართველოს დემოკრატიისადმი, შევინარჩუნეთ ნდობა თქვენს მიმართაც და არ წავედით იმ ნაბიჯებზე, რა ნაბიჯებსაც შეიძლება დღეს ისეთი სურათი მოეტანა, რომ აქ, ამ პარლამენტში, ოპოზიცია თუ გნებავთ, თქვენი სახითაც არ ყოფილიყო წარმოდგენილი. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება, დიახ, ოპოზიცია სჭირდება, იმიტომ, რო იმ ათწლიან გეგმას ჭირდება მუდმივი კონტროლი, და საპარლამენტო კონტროლი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელსაც არა მარტო კომიტეტები ვახორციელებთ, ახორციელებს პოლიტიკური ოპოზიციაც. ჩვენს ქვეყანაში დღეს, როდესაც, თუ გნებავთ, იგივე რეგიონის ჭრილში დავინახოთ, გაიზარდა თვითმმართველობის როლი, აქ ლაპარაკი იყო, რომ მოკვდა თვითმმართველობა - არ მომკვდარა, იმიტომ, რომ სულ რაღაც, ორ-სამ თვეში, თქვენ ამ მკვდარის გამო, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გექნებათ საქართველოს რეგიონების მუნიციპალურ საკრებულოებში და მუნიციპალიტეტის მერების ასარჩევად. იმიტომ, რომ დღეს მათ ბევრი ფუნქცია აქვთ, იმიტომ, რომ მათ დღეს ბევრი კონკრეტული საქმის გაკეთებისთვის რესურსი გააჩნიათ და იმიტომ, რომ დღეს გვჭირდება, მუნიციპალური დონის გარდა, რეგიონალური დონის გაძლიერებაც, იმიტომ, რომ რეგიონებში იმდენი პროექტი სრულდება, რაც მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე აღარ არის საკმარისი, და მე მთავრობას მოვუწოდებ, რომ რეგიონალური მასშტაბი გაიზარდოს იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რა კონსტიტუციური ჩარჩოც დღეს ჩვენ რეგიონალური პოლიტიკის მოწესრიგების საშუალებას გვაძლევს. იმიტომ, რომ აქ იკვეთება ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მიმართული პროექტები, ზოგადად, ისეთი ახალი ინდუსტრია ჩვენი რეგიონებისთვის, როგორიც არის ტურიზმი და „აწარმოე საქართველოს“ მთელი სპექტრი. 


ყველაფერს ამას, რა თქმა უნდა, ჭირდება არა მარტო ცენტრიდან მართვა, არამედ, ცენტრიდან ამ უფლებამოსილებების ნელ-ნელა დეკონცენტრაცია რეგიონის დონეზე, რომ მთავრობის მუშაობაც უფრო ეფექტური იყოს და რეგიონების მუშაობაც უფრო სავსე გახდეს და მუნიციპალიტეტებსაც ამ კუთხით ძალიან დიდი დახმარება გაეწევა.


ოპოზიციამ, მიუხედავად, ამ ყველაფრისა, ირიბად, მაგრამ თავისი პოზიტიური როლი შეასრულა, როდესაც უკვე მრავლად გამოჩენილი ვიზიტორი და ტურისტი ჩვენს ქვეყანაში ხედავს, რომ ქვეყნის მთავარ პროსპექტზე მთავარი სახელმწიფო ინსტიტუციის შენობის წინ კარვები დგას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თურმე, ამ ქვეყანაში, დემოკრატიის, სიტყვის გამოხატვის, თავისუფლების ძალიან ფართო შესაძლებლობაა და ძალიან დიდი თმენა აქვს ქართულ დემოკრატიას და ხელისუფლებას, ამ თავისუფლების გამოხატვის კუთხით.

 



კომენტარები:

ფართი შოპი