ალექსანდრე ელისაშვილი: „ჩვენ აქ არც სიყვარულისთვის და არც სიძულვილისთვის ვართ. ჩვენ აქ ხალხის სამსახურისთვის ვართ“

28 Jun 2021 18:47

„პარლამენტის პლენარულ დარბაზში, რომ შემოვდივართ იქ არის აბრა, რომ ეს დარბაზი არის ზვიად გამსახურდიას სახელობის და მოგმართავთ გულწრფელად - ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა და იმ საძაგელ მელოდიას ნუღარ გავაგონეთ ერთმანეთს. 

მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან ლაპარაკი შეუძლებელია. ღმერთო, ღმერთო! ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება.  გთხოვთ და ადამიანურად მოგმართავთ და კიდევ იგივეს იმეორებთ და აკეთებთ? რა ხალხი ხართ გამაგებინეთ“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მიერ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერების პასუხად.


რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ? უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო. ვისურვებდი რომ ეს ასე იყოს, მაგრამ თქვენც ხომ იმ მოხსენებაში კონკრეტული ციფრი თქვით - 550 ათასი ადამიანი დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე, აქედან 180 ათასი ბავშვია. კიდევ ერთს ვიტყვი - ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამოსვლისას გადევნებდით თვალს და მჯერა, რომ არ თამაშობთ, გულწრფელად გძულთ ნაციონალური მოძრაობა. ბოლო თვეების განმავლობაში „მოქალაქეების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ გვძულდეს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ჩვენ აქ არც სიყვარულისთვის და არც სიძულვილისთვის ვართ. ჩვენ აქ ხალხის სამსახურისთვის ვართ“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი