დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

28 Jun 2021 19:20

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას განაგრძობს.


დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ხუთ მისამართზე ასფალტის საფარი ჯამში,  4 055 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ ამორტიზებული ასფალტის საფარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა, ასევე მოეწყო ტროტუარი.


დიღმის მასივის მესამე კვარტლის  მე-3, მე-15, მე-16, 29-ე და 38-ე კორპუსებთან ასფალტის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 153 715 ლარი გამოიყო.

ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა.


ანალოგიური ტიპის სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ და მე-5 კვარტლის პირველ ა-სთან მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი