სიჭინავა ორჯერ აცრილებს მიმართავს - „სისხლის გადასხმა თუ დაგჭირდეთ, ღმერთმა დაგიფაროთ...“

28 Jun 2021 19:30

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სრულად ვაქცინირებულებს მიმართავს. სიჭინავა მათ ეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ აუცრელი ადამიანების იმედი ჰქონდეთ. ამასთან სიჭინავა ხაზს უსვამს, რომ სრულად აცრის მიუხედავად, ადამიანები მაინც ინფიცირდებიან.


„ვინაიდან ლოგიკა საერთოდ დაკარგა ხალხმა, ორჯერ აცრილების დავირუსებაც ლოგიკურად მიიღეს, თუმცა, უამრავი პროფესორი, რომელთა ვიდეოებსაც ბლოკავდნენ, ამბობდა, რომ აცრილებს ყველა ვირუსი ადვილად შეხვდებოდა და ძნელად დააღწევდნენ თავს, რადგან იმუნიტეტი დაქვეითებული, ან საერთოდ აღარ ექნებოდათ მოკლედ, ღმერთმა ყველა აცრილი კარგად გამყოფოთ к черту логика, ოღონდ თქვენ იყავით კმაყოფილი.


პ.ს სისხლის გადასხმა თუ დაგჭირდეთ, ღმერთმა დაგიფაროთ, გქონდეთ ჩვენი, აუცრელების იმედი“, - წერს სიჭინავა.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი