დათო ლიკლიკაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

29 Jun 2017 13:13

დათო ლიკლიკაძე არის ჟურნალისტი და გახლავთ იმერეთის მხარიდან


მაღიზიანებს - გაუნათლებლობა;

ვგრძნობ - ბედნიერებას;

მეშინია - ახლობელი ადამიანების დაკარგვის;

ვიცი - ცხოვრების დამუღამება;

არ ვიცი - ტრიგონომეტრია;

შემიძლია - მშვიდობის მშენებლობა;

არ შემიძლია - ადამიანის გაწირვა;

ვმეგობრობ - ყველასთან, ვისაც ჩემთან მეგობრობა უხარია;

ვაპატიებ - ყველაფერს...ბოლოს მაინც ყველაფერს...

ვტირი - როცა მამას ვიგონებ...

ვიცინი - სულ;

ვეძებ - ადამიანებს;

ღირსი ვარ -  ცოტა ბედნიერების, ისე მეტი მინდა...

ვჩხუბობ - გოიმობას რომ გადავეყრები;

ვკარგავ - დამღლელ და მოსაწყენ ადამიანებს;

მშურს - მათი ვინც მღერის;

ვემალები - ცუდ აურას, ცუდ ამბებს;

ვემტერები - ვინც ჩემს პირად სივცეს დაარღვევს;

მაინტერესებს - უცხო ადგილები;

არ მაინტერესებს - სხვისი ცხოვრება;

მახსოვს - ბავშვობა...

მრცხვენია - ადრე ურაპატრიოტული აზროვნების...

უარვყოფ - „ციციკორე“ აზროვნების ხალხს;

ვავადმყოფობ - თითქმის არასდროს გავმხდარვარ ავად ( ხეზე დავაკაკუნე, რომ იცოდეთ)).

ვმალავ - ზოგი რამის უცოდინარობას;

ვინახავ - ჩემს სტატიებს, სპექტაკლის აფიშებს, როლებს, ფოტოებს...

მწამს - ღმერთის;

მიკვირს - ყველა ახალი ტექნოლოგიური მიღწევის;

მიხარია - ყოველი დილის გათენება;

ვჭორაობ - ხშირად არა, მაგრამ მიყვარს ხოლმე;

ვდარდობ - თითქმის არაფერს, მერწმუნეთ;

ვამაყობ - დედით, მამით, დით (მისი ოჯახით), ცოლით...

ვაკეთებ - საქმეს, ჩემს საყვარელ საქმეს;

ვეფერები - სალის J ჩემს მეუღლეს;

მსიამოვნებს -  როცა სამოგზაუროდ  ვარ;

მესიზმრება - სიზმრებს არ ვნახულობ;

ვეხმარები - ყველას რითაც შემიძლია;

ვეწევი - აღარ ვეწევი იანვრიდან, ისე პასიური მწეველი ვიყავი 20 წელი;

მწყინს - დაუნახაობა;

ვხარჯავ - დროს ;

ვღალატობ - სად მაქვს მაგის თავი;  :)

ვკამათობ - კოლეგებთან;

ვუხეშობ - ვერ „ვქაჩავ“ :)

ვუსმენ -  რადიო „ძველ ქალაქს“

ვყოყმანობ - სულ. არ ვარ რისკიანი

ვკითხულობ - წიგნებს;

ვამზადებ - ომლეტს;

ვუყურებ - „ჩემი ცოლის დაქალებს“

ვკლავ - ადრე ვკლავდი ქათამს, ახლა იმასაც ვერ ვკლავ :)

ვაფუჭებ - ხანდახან ურთიერთობებს, უყურადღებობის გამო;

ვცხოვრობ - როგორც მინდა;

ვცემ - არასდროს მიცემია ვინმე;

ვყვირი - არ ვყვირი, თუმცა ხმამაღლა ვსაუბრობ;

ვმღერი - ჩემთვის J

ვასრულებ - როლებს თეატრში;

დავდივარ - თეატრში;

ვმკურნალობ - არაფერს;

ვერიდები - მთვრალ ადამიანებს;

ვთამაშობ - ჯოკერს;

ვიტყუები - მიწევს ხოლმე;

ვეთაყვანები - გენიოსებს;

ვგიჟდები –  არ ვგიჟდები :)

მიყვარს - მეუღლე;

ვოცნებობ - კარგ საქართველოზე;

ვფიქრობ - მომავალზე;

მძულს - არაპროფესიონალიზმი;

ვნანობ - არაფერს...

კმაყოფილი ვარ - დღევანდელი ჩემი ყოფით;

მენატრება - ვერ ვიცლი მონატრებისთვის;

მსურს - უკეთესი მომავალი;

ვაგროვებ - ბინებს :)

ვიხდი - გადასახადებს და ტანსაცმელს თავის ადგილზე;

ვეჭვიანობ - არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა;

ვკაიფობ - ადამიანებზე, რომლებიც შესწავლილი მყავს;

ვიზიდავ -  იუმორით ადამიანებს;

ვალამაზებ - საკუთარ გარემოს.



 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები


კომენტარები:

ფართი შოპი