გიგა ბოკერია ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

28 Jun 2021 22:31

ბრიუსელში გამართულ სხდომაზე ბოკერიამ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და რეგიონში რუსეთის გაზრდილი აქტივობის ფონზე საქართველოს შიგნით პრორუსული ძალებიდან მომდინარე საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. გამოსვლაში სპეციფიური ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, საქართველოს მოქალაქეების რეგულარულ გატაცებებს და მკვლელობებს.


ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ღია მხარდაჭერა და ქვეყნის შიგნით რეჟიმის ავტორარულ ნაბიჯებზე მკვეთრი რეაგირება. 


ბოკერიამ  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ევროპის სახალხო პარტიის, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი და ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე ერთგული  ძალის ყურადღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე ისაუბრა ავტორიტარული რეჟიმისგან საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის შექმნილ მყისიერ საფრთხეზე, კერძოდ იმაზე რომ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმი ღიად აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, სასამართლო ხელისუფლების ღიად კონტროლს და ამავე დროს აღრმავებს ანტიდასავლურ რიტორიკას რისი დასტურიცაა მის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების განცხადებები. მაშინ როცა გრძელდება პროდასავლური მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დევნა და დემონიზება, პროპუტინური ძალები ღიად მთავრობის მოკავშირეები არიან და ძალადობისთვის დაუსჯელობით საუბრობენ.





კომენტარები:

ფართი შოპი