ბექა ოდიშარია: „დიასპორული გამოწვევა ქართული სახელმწიფოს უპირატესობად უნდა ვაქციოთ“

29 Jun 2021 00:03

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ რიგგრეშე სესიის პლენარულ  სხდომაზე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშნელოვან საკითხებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც დიასპორების წინაშე არსებობს. მან პრემიერ-მინისტრს „დიასპორის საათის“ შემოღების ინიციატივით მიმართა, სადაც ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის მიმართულებები იქნება განხილული.


„დიასპორული გამოწვევა ჩვენ ქართული სახელმწიფოს უპირატესობად უნდა ვაქციოთ,  ვინაიდან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება დროა შეუერთდეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს. ბატონო პრემიერო, მე გთხოვდით, რომ 10 წლიან დოკუმენტზე მუშაობის პერიოდში, მოიწვიოთ კომისიის სხდომა, სადაც წარმოდგენილ გეგმაზე დაყრდნობით, ყველა უწყების ხელმძღვანელის მონაწილეობით შევიმუშავებდით, დიასპორასთან მიმართებაში კოლაბორაციის საგზაო რუკას. ვფიქრობ, თქვენი განკარგულებით, თითოეული სამთავრობო დელეგაციისთვის სავალდებულო უნდა გახდეს დიასპორასთან შეხვედრა - დავარქვათ ამას „დიასპორის საათი“, სადაც დეტალურად გავაცნობთ, როგორც 10 წლიან გეგმას, ასევე მათთვის გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს. მათ შორის, ვიმსჯელებდით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან, ისეთ კონკრეტულ და მნიშვნელოვან  საკითხებზე, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაიაფება.


 ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიდგომა და ფორმულა, რომელიც გაითვალისწინებს დიასპორელების მიერ განხორციელებულ თითოეულ ინვესტიციასა თუ მათი ინიციატივით სამშობლოში შექმნილ სამუშაო ადგილზე მიბმულ მათ კონკრეტულ ბენეფიტებს. ასევე, ამავე უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებდით და მოვიწვევდით კერძო სექტორისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელებს და მათთან ერთად ვიმსჯელებდით, დიასპორისათვის მიმზიდველი ბიზნეს თუ დეველოპერული პროდუქტების შექმნაზე“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი