საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კითხვაზე - ვაშინგტონში ვიზიტისას, შეხვდა თუ არა ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
"ერთ სასტუმროში კი არა, ერთ საწოლში გვეძინა ჩახუტებულებს და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. აი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "tv პირველის" ეთერში.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" ცნობით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა.
რეზონანსი