ზურა ყიფშიძის ოჯახმა მუქარის წერილები მიიღო

29 Jun 2021 11:32

მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახი 5 წელია ფინანსურ მაქინაციებში მოხვდა. ყველაფერი 1996 წლიდან დაიწყო, როდესაც ოჯახის ახლობელმა მსახიობის ცოლის, ლელა გოცირიძის და მისი დის ბინა ბიზნესისთვის იქირავა.


ამას ბინის ჩადება მოჰყვა, გადაუხდელი კრედიტის გამო კი ბინა აუცქიონის წესით გაიყიდა. შედეგად ყიფშიძეების ოჯახს ბიზნესისგან სარგებლის ნაცვლად ბანკის მიერ უცხოელზე მიყიდული ბინის საბუთი შერჩა ხელში.


უძრავი ქონების დაბრუნებისათვის ყველაზე აქტიურად მათი ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე იბრძვის, რომელიც „სარკეს“ ამ სამწუხარო ისტორიას უყვება.


- შევაგროვეთ თანხა, რომელიც უცხოელს აქვს ჩვენს სახლში გადახდილი და იმედია, აიღებს ფულს და დაგვიბრუნებს.ჯერჯერობით მუქარის და ზეწოლის ქვეშ ვართ. ბოლოს მოგვივიდა მუქარის წერილი, გადმოგვეცით სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს წესით დაგაკისრებთ უამრავ ჯარიმასო.

არადა იყო დრო, როდესაც წამოვიდა მოლაპარაკებებზე.შემოგვთავაზა, თუ სამ დღეში მივუტანდით ამ სახლში გადახდილ 120 ათას დოლარს (სახლის საბაზრო ფასი 500 ათას დოლარამდეა), პრეტენზია არ ექნებოდა. ეგონა,ვერ შევძლებდით. როდესაც ფულით მივიდნენ, ყველაფერი ჩაშალა. ისეთი სტრესი მიიღეს ჩემმა მშობლებმა, მეგონა, გული გაუსკდებოდათ.


– ამ საქმეში ყველაზე დიდი შეცდომა სად დაუშვით?


– ბევრი ტყუილი, თაღლითობა იყო.ბინა ქირით გადავეცით მეგობარს კომპანიისთვის და ყოველთვიური შემოსავალი უნდა მიგვეღო. მოვტყუვდით და ხელი მოვაწერეთ არა გაქირავების ხელშეკრულებას, არამედ ბანკში ბინის ჩადების დოკუმენტს.


ამ სახლით გამოტანილი 120 ათასი დოლარი, თვალითაც არ გვინახავს. საბოლოოდ სახლი აუქციონზე ისე გაყიდეს, არ ვიცოდით. იყო უამრავი ტყუილი, დაპირება.ისე ჩანს, რომ ამ სახლის გარშემო ვიღაცის ინტერესია.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი