ევროპული საქართველოს ლიდერების შეხვედრა დონალდ ტუსკთან

29 Jun 2021 15:07

გრძელდება ევროპული საქართველოს ვიზიტი ბრუსელში. პარტიის თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა და საგარეო პოლიტიკის მდივანმა, გიორგი კანდელაკმა შეხვედრები გამართეს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან  და ევროპარლამენტის წევრებთან. შეხვედრების მთავარი თემა იყო რუსული აგრესია საქართველოს  სუვერინიტეტისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ , ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მკაფიო გზავნილის საჭიროება  და ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის მიერ დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე რეაგირება. ბოკერია ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა


ბრიუსელში გამართულ სხდომაზე ბოკერიამ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და რეგიონში რუსეთის გაზრდილი აქტივობის ფონზე საქართველოს შიგნით პრორუსული ძალებიდან მომდინარე საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. გამოსვლაში სპეციფიური ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, საქართველოს მოქალაქეების რეგულარულ გატაცებებს და მკვლელობებს.


ბოკერიამ  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ევროპის სახალხო პარტიის, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი და ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე ერთგული  ძალის ყურადღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე ისაუბრა ავტორიტარული რეჟიმისგან საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის შექმნილ მყისიერ საფრთხეზე, კერძოდ იმაზე, რომ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმი ღიად აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, სასამართლო ხელისუფლების ღიად კონტროლს და ამავე დროს აღრმავებს ანტიდასავლურ რიტორიკას, რისი დასტურიცაა მის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების განცხადებები. ბოკერიას თქმით, მაშინ როცა გრძელდება პროდასავლური მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დევნა და დემონიზება, პროპუტინური ძალები ღიად მთავრობის მოკავშირეები არიან და ძალადობისთვის დაუსჯელობით საუბრობენ.





კომენტარები:

ფართი შოპი